ყაზახეთს სურს, რომ რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ტანკერების ფლოტი გაზარდოს

ყაზახეთს სურს, რომ Aframax-ის ტანკერების ფლოტი რამდენიმე წლის განმავლობაში 12-მდე გაზარდოს. KMG-მ, რომელიც ფლობს Kazmortransflot-ს, და Abu Dhabi Ports-მა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას გასული წლის დეკემბერში მოაწერეს ხელს, რათა შეიქმნას ერთობლივი საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს საზღვაო მომსახურებას ნავთობისა და გაზის პროექტებისთვის კასპიის ზღვაში.


„რამდენიმე წელიწადში ჩვენ ველოდებით ჩვენი ფლოტის გაზრდას 12 Aframax-მდე, რაც მოგვცემს თენგიზის საბადოდან ნავთობის სულ მცირე ნახევარს ტრანსპორტირების საშუალებას,“ - განაცხადა KMG-ის ხელმძღვანელმა მაგზუმ მირზაგალიევმა.

ყაზახეთი ზრდის ნავთობის ექსპორტს რუსეთის პორტების გვერდის ავლით, ევროკავშირის მხრიდან სანქციების რისკების ზონაში მოხვედრის შიშის გამო.

„ჩვენი გეგმებია ამ მარშრუტზე ტრანსპორტის მოცულობის გაზრდა. ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვეძებთ Caspian Pipeline Consortium-ის ნავთობსადენის ალტერნატივას. CPC რჩება საიმედო, სტაბილური და, რაც მთავარია, ყველაზე სწრაფი მარშრუტი ჩვენი ნავთობის საექსპორტო ბაზრებზე მიტანისთვის,“ - განაცხადა მირზაგალიევმა.

CPC-მ 2023 წელს ნავთობის გადაზიდვა 2022 წელთან შედარებით 8%-ით, 63,474 მილიონ ტონამდე გაზარდა და 2024 წელს 70 მილიონ ტონაზე მეტი ნედლეულის გადატუმბვას გეგმავს.