ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 390 ადამიანს დაუდასტურდა, 172 გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 22 022 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 13 350, PCR ტესტით - 8 672.
საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 272 262-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 266 253- ს. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 3 563-მდე გაიზარდა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1.77 %, ბოლო 14 დღის - 1.62 %, ბოლო 7 დღის - 1.31%
ამ ეტაპზე, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 300 კოვიდინფიცირებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1 379, კლინიკურ სასტუმროში კი - 154.