რუსეთი მოლდოვის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს გააძლიერებს და შესაძლოა, არჩევნებზე მოახდინოს გავლენა - მოლდოვა

რუსეთი მოლდოვის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს გააძლიერებს და შეიძლება არჩევნებზე მოახდინოს გავლენა. ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიჰაი პოპშოიმ რუმინულ გამოცემა Digi24-თან ინტერვიუში განაცხადა.

პოპშოიმ აღნიშნა, რომ 2024 წელს რუსეთი მოლდოვის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს გააძლიერებს საპრეზიდენტო არჩევნებამდე და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეფერენდუმამდე.


“რა თქმა უნდა, მოლდოვა რუსეთის სამიზნეში რჩება საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტშიც, და ევროპული ინტეგრაციის რეფერენდუმის კონტექსტშიც. უკვე გარკვეული დროა ვაკვირდებით ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობებს, ნარატივების გავრცელების მცდელობებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებსა და მოლდოვის მოქალაქეების ინტერესებს,” - განაცხადა პოპშოიმ.

ამავდროულად მან აღნიშნა, რომ ქვეყნის ინსტიტუტები მზად არიან წინააღმდეგობა გაუწიონ ნებისმიერ გამოწვევებს, რომლებიც უახლოეს პერიოდში რუსეთის მხრიდან შესაძლოა გაჩნდეს.

“მოლდოვა, სახელმწიფო ინსტიტუტები და მთლიანად საზოგადოება ყოველდღიურად უფრო გამძლენი ხდებიან“, - განაცხადა მან.