საფრანგეთმა სლოვაკეთს Astrazeneca-ს ვაქცინის 150 000 დოზა გადასცა

საფრანგეთმა სლოვაკეთს Astrazeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 150 000 დოზა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი იგორ მატოვიჩი ავრცელებს.

მატოვიჩი საფრანგეთის მთავრობასა და პრეზიდენტ მაკრონს ვაქცინის მიწოდებისთვის და გამოხატული სოლიდარობისთვის მადლობას უხდის.

,,რთულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში, საფრანგეთმა სლოვაკეთისთვის მეგობრობისა და ევროპული სოლიდარობის ნიშნად Astrazeneca-ს 150 000 დოზა გადასცა.

დიდი მადლობა საფრანგეთის მთავრობას.მადლობა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს", - წერს მატოვიჩი სოციალურ ქსელში.