კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის მატებასთან ერთად, ჩეხეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზომები გაამკაცროს.
როგორც უცხოური გამოცემები იტყობინებიან, ჩეხეთის რეგიონებში საავადმყოფოები უკვე გადატვირთულია.
მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში საბავშვო ბაღები იხურება, ამასთანავე კომპანიებში კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება სავალდებულო ხდება.
რეგულაციების გამკაცრებისთვის ემზადება უნგრეთიც.
როგორც ცნობილია, covid 19-ის მესამე ტალღის მოლოდინში, ქვეყანაში იხურება მაღაზიების უმეტესობა და დაწყებითი კლასები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადიან. კონკრეტულად კი, საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები იხურება 7 აპრილამდე, ასევე, 8 მარტიდან 22 მარტამდე იხურება ყველა მაღაზია, გარდა საკვების მაღაზიების, აფთიაქებისა და ბენზინგასამართი სადგურებისა.