დეკანოზი გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ამის შესახებ მედიას მისმა ძმამ თორნიკე მამალაძემ განუცხადა.
„ახლა გადავკვეთეთ საზღვარი, სტამბოლში მივდივართ. პირველ რიგში, გამოკვლევები ჩაუტარდება, შემდეგ მკურნალობა დაენიშნება. ოჯახმა ვიცით, რომ ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება, მაგრამ მზად ვართ ყველაფრისთვის, მთავარია, ჩემი ძმა ფეხზე დადგეს. დაწოლილ მდგომარეობაშია, საწოლი გვაქვს მანქანაში გაკეთებული, რადგან ჯდომა არ შეუძლია, ამიტომ გადავწყვიტეთ მანქანით წასვლა, იმედი გვაქვს, რომ ოჯახს თავისი ფეხით დაუბრუნდება,“ - აცხადებს მამალაძე.