ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლისა და საკის რაიონებში სარაკეტო თავდასხმის შესახებ იუწყებიან. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივი სოციალური მედიის პლატფორმებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ასევე აღნიშნავენ, რომ ყირიმის ხიდი და სევასტოპოლში ჟანკოის საგუშაგო გადაკეტილია მოძრაობისთვის. ATESH-ის პარტიზანული მოძრაობის ცნობით, აფეთქებები ასევე ისმოდა ევპატორიასა და სიმფეროპოლში.
რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებულ სამხედრო და სხვა ობიექტებს, მათ შორის, ყირიმის ხიდს, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს.