მელონი აშშ-ს ბაიდენთან მოლაპარაკებებისთვის ეწვევა

პარასკევს ვაშინგტონში იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯია მელონი აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნების ლიდერებს შორის მოლაპარაკებებში, რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინის დახმარების საკითხი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი იქნება.


მანამდე იტალიის პრემიერ-მინისტრმა, უკრაინასთან უსაფრთხოების თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის კომენტირებისას, ხაზი გაუსვა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების აუცილებლობას.

აშშ-ის დახმარების გაგრძელების საკითხი კი, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან კოგრესში დავის ფონზე, პაკეტის განხილვა რამდენიმე ჩავარდნის შემდეგ ჭიანურდება.