ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორის, მაიკლ რაიანის განცხადებით, არარეალურია ვიფიქროთ, რომ covid 19-ის პანდემია წლის ბოლომდე დასრულდება.
როგორც რაიანმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვაქცინაციით შესაძლებელია ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებლის შემცირება და ასევე, იმ ტრაგედიების თავიდან აცილება, რაც covid 19-ს უკავშირდება.
,,ნაადრევი და არარეალური იქნება ვიფიქროთ, რომ პანდემია წლის ბოლომდე დასრულდება. თუ ჭკვიანები ვართ, ვაქცინაციით შეგვიძლია დავასრულოთ ჰოსპიტალიზაცია, სიკვდილიანობა და პანდემიასთან დაკავშირებული ტრაგედიები", - განაცხადა ჯანმოს საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორმა.
გარდა ამისა, ჯანმოს რეგიონულმა დირექტორმა 26 თებერვალს მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პანდემია 2022 წლის დასაწყისში დასრულდება.