ბელარუსის ხელისუფლებამ ლიეტუვას ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა. ინფორმაციას EURONEWS-ი ავრცელებს.
,,გაიგზავნა თხოვნა ლიეტუვის რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურაში სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადირების შესახებ. მის წინააღმდეგ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა მთავრობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სახელმწიფოს ბრძანების წინააღმდეგ", - ნათქვამია ბელორუსის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
ცნობისთვის, ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოვსკაია 2020 წლის ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. მან სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდ ლუკაშენკო.
მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები გამოცხადდა, ტიხანოვსკაია მეზობელ ლიეტუვაში გაიქცა და მას შემდეგ დევნილობაში იმყოფება.