თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში მდინარე ძუსაში სამი ადამიანი დაიხრჩო.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა, რის შემდეგაც, თანმხლები პირები წყალში მის დასახმარებლად ჩავიდნენ, თუმცა ისინი მდინარემ გაიტაცა. ერთი თანმხლები პირი კი, ხმელეთზე დარჩა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად, მდინარეში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთს კი, ამ დრომდე ეძებენ.
მდინარიდან ამოყვანილი კიდევ ერთი ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.