შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 30 დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სამედიცინო პუნქტი უკვე 23-ში ფუნქციონირებს. პუნქტების რაოდენობის გაზრდა კი წელსაც გაგრძელდება.
პარლამენტში ,,მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, გომელაურმა ასევე ისაუბრა დროებითი მოთავსების იზოლატორებში მონიტორინგისა და სამედიცინო შემოწმების ჩატარების ინსტრუქციის შესახებაც.
,,წელს ავჭალაში გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორი და ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულება. თითოეული დაკავებულისთვის უზრუნველყოფილია შესაბამისი საცხოვრებელი სივრცე, ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტები, იზოლატორები აღჭურვილია თანამედროვე ვიდეოსამეთვალყურეო ტექნიკით და მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 30 დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სამედიცინო პუნქტი უკვე 23-ში ფუნქციონირებს. პუნქტების რაოდენობის გაზრდა წელსაც გაგრძელდება.
გასულ წელს, ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში, შემუშავდა და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა დროებითი მოთავსების იზოლატორებში მონიტორინგის ჩატარების ინსტრუქცია. სამედიცინო შემოწმების კუთხით არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და ერთიანი სტანდარტების დანერგვის მიზნით, 2020 წლის დასაწყისში დამტკიცდა სამედიცინო შემოწმების ჩატარების დეტალური ინსტრუქცია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.