ბინაზე 3 000-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს

ბინაზე 3 000-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი განახლების პროცესშია, ოთხშაბათისთვის (21 ოქტომბერი) იქნება მზად და ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნდება.

"ეს პროტოკოლი ხელმისაწვდომია ექიმებისთვის, ეს არაა პაციენტებისთვის გამოსაყენებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერიდებით საჯაროდ ამ პროტოკოლების გამოქვეყნებას, რადგან მერე ძალიან ხშირია თვითმკურნალობა და თვითინიციატივა, რაც კონკრეტულად ჯანმრთელობის შემთხვევაში, ხშირად დამღუპველია". – ამბობს ტიკარაძე.