ჩრდილოეთ ფინეთში, შვედეთსა და ნორვეგიაში NATO ატარებს წვრთნებს, რომელშიც 13 მოკავშირის და პარტნიორი ქვეყნების 20 000-ზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობს. ნორვეგიის ხელმძღვანელობით მიმდინარე სწავლებაში, (Nordic Response 2024) 4000-ზე მეტი ფინელი ჯარისკაცი მონაწილეობს, რაც ალიანსის ისტორიაში, საზღვარგარეთულ წვრთნებში ახლად გაწევრიანებული ქვეყნის ყველაზე დიდი წვლილია. სწავლებაში მონაწილე ქვეყნები არიან: ბელგია, კანადა, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ.
„პირველად, ფინეთი, როგორც NATO-ს წევრი, ალიანსის რეგიონების კოლექტიური თავდაცვის წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას,“ - ნათქვამია ფინეთის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
წვრთნები NATO-ს ცნობით, 3 მარტიდან 14 მარტამდე გაგრძელდება. Nordic Response 2024 არის Steadfast Defender წვრთნების სერიის ნაწილი, რომელიც ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური წვრთნებია.
2023 წლის 4 აპრილიდან, ფინეთი ოფიციალურად NATO-ს 31-ე წევრია.