ჩხოროწყუს მერზე ძალადობის ბრალდებით სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი დააკავეს

ჩხოროწყუს მერზე დავით გოგუაზე, ძალადობაში ბრალდებული დაკავებულია. როგორც მედია წერს, მერიის სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი ედიკ კვარაცხელია 3 მარტს, პოლიციაში ჯერ გამოჰკითხეს, შემდეგ კი, მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს.


დათო გოგუაზე ძალადობის შესახებ ცნობილი გახდა რამდენიმე დღის წინ, 1 მარტს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სოფელ მუხურში მიკროჰესის სამუშაოს დასათვალიერებლად ჩასულ მერს სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლების გამო დაუპირისპირდა. წერს რადიო თავისუფლება.


„ჩვენ მეგობრები ვართ, თანაგუნდელები ვართ, ერთი სამი დღის უკან ვნახე... [გათავისუფლება] გავასაჩივრე. ყველა მიზეზის გარეშე უნდა დავბრუნდე მე ჩემს სამსახურში. მე კიდევ ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი და გავაკეთებ..." - ამბობდა სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი.

ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ თავდასხმის კვალიფიკაციით გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით. დაკავებულს ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება.