პალაუს რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერ NEHIR-ს, 3 ტონა კოკაინი გადაჰქონდა. რომლის ღირებულებაც ბაზარზე 150 მილიონ ევროს აღწევს. ესპანელმა სამართალდამცველებმა მეზღვაურები ესპანეთის ტერიტორიულ წყლებში 24 თებერვალს დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცეებს.
მედიის ცნობით, მეზღვაურებმა გემი ჩაძირეს და გაქცევა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ნარკოტიკული ნივთიერებები მტკიცებულების სახით წყლიდან ამოიღეს და 9 მეზღვაური დააკავეს.
როგორც ცნობილია, დაკავებულ 9 მეზღვაურს შორის 4, საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს მოქალაქეების დაკავება Europetime-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია ესპანელი სამართალდამცველების მხრიდან შევიდა საელჩოში. საკონულო დაწესებულება ხაზზეა, როგორც დაკავებულების ადვოკატთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან, რომლებიც ინფორმირებულნი არიან საქმის შესახებ. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულების უფლებები არის დაცული. საქმის დეტალებს რაც შეეხება, მას ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ.