დღეს უკრაინიდან რეკორდული მოცულობის ელექტროენერგიის ექსპორტი იგეგმება - 13 264 მგვტ/სთ, მაქსიმალური სიმძლავრე რამდენიმე საათში 716 მეგავატამდე. უკრაინული ელექტროენერგიის ექსპორტი ხუთ ქვეყანაში განხორციელდება. ეს ქვეყნებია სლოვაკეთი, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი და მოლდოვა, იუწყება Ukrenergo.
კომპანიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ელექტროენერგიის ექსპორტი უკრაინიდან სხვა ქვეყნებში მხოლოდ ელექტროსისტემაში დეფიციტის არარსებობის შემთხვევაში ხორციელდება.