ყაზახეთის საგზაო ტრანსპორტისა და ტრანსპორტის კონტროლის კომიტეტის საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალმაზ აისინმა ლიეტუვას, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გასწვრივ საკონტეინერო გადაზიდვების დასაწყებად თანამშრომლობა შესთავაზა. ამის შესახებ ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა.
ვილნიუსში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ყაზახეთ-ლიეტუვის მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 შეხვედრა გაიმართა. ყაზახეთის დელეგაციას ვაჭრობისა და ინტეგრაციის ვიცე-მინისტრი ტორებაევი, ლიეტუვის დელეგაციას კი, ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრი არმონაიტი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრისას აისინმა ხაზი გაუსვა ყაზახეთის მთავარ როლს ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ტვირთების ტრანზიტში და ხაზი გაუსვა, რომ რესპუბლიკა ყველა ღონეს ხმარობს რეგიონში სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისა და სატრანსპორტო დერეფნების მოდერნიზაციისთვის.
ლიეტუველი პარტნიორები ასევე გაეცნენ არსებულ პერსპექტივებსა და ღონისძიებებს, რომლებიც ევროპული კომპანიების მხრიდან უკვე დიდ ყურადღებას იპყრობს.