მოლდოვამ Covax პლატფორმისგან Astrazeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ავრცელებს.
მისივე ცნობით, ქვეყანამ Astrazeneca-ს ვაქცინის 14 000 დოზა მიიღო.
,,დღეს მოლდოვას რესპუბლიკაში კოვაქსის პლატფორმის მიერ მოწოდებული უფასო ვაქცინის პირველი პარტია ჩამოვიდა. ევროპაში პირველი ქვეყანა ვართ, რომელმაც ვაქცინები ამ ინიციატივის ფარგლებში მიიღო.მადლიერნი ვართ ყველა სახელმწიფოსა და ორგანიზაციის, რომლებიც ფინანსურდ ეხმარებიან ამ გლობალურ პლატფორმას – გერმანია და სხვა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, აშშ, დიდ ბრიტანეთი, კანადა, ევროპული კომისია, იაპონია და სხვები. [მადლობა] მათ მიერ გამოჩენილი სოლიდარობისთვის, რომელიც მტკიცდება ამ ყველასთვის მძიმე დროს. მადლობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და UNICEF გამოჩენილი ძალისხმევისთვის, რათა ვაქცინები თანაბრად განაწილებულიყო”,- წერს სანდუ სოციალურ ქსელ Facebook-ში.