კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის Interpol-ის ინფორმაციით, ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკაში პოლიციამ covid19-ის საწინააღმდეგო ყალბი ვაქცინების ათასობით დოზა ამოიღო. აღნიშნულის შესახებ ცნობებს Guardian-ი ავრცელებს.
სამართალდამცავების ცნობით, ყალბი ვაქცინის 2 400 დოზა იოჰანესბურგთან ახლოს, ერთ-ერთი სახლის საწყობიდან ამოიღეს. ასევე, აღმოჩენილია ყალბი პირბადეები. დაკავებულია ჩინეთის სამი და ზამბიის ერთი მოქალაქე.
Interpol-ში აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ „აისბერგის წვერია“ და პანდემიის პერიოდში ყალბი ვაქცინებითა თუ მედიკამენტებით ვაჭრობას, სავარაუდოდ, გაცილებით დიდი მასშტაბი აქვს.
პარალელურად, ფალსიფიცირებული და კუსტარულად დამზადებული ვაქცინებით მოვაჭრეთა ქსელი გამოვლინდა ჩინეთში. დაკავებულია 80 პირი, ამოღებულია 3 000 დოზა ყალბი ვაქცინა.