საქართველოში გერმანიი ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს პროგრესის მიღწევას ზაფხულამდე ურჩევს.
ელჩს ჰკითხეს, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ სამოქალაქო საზოგადოება ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ოლივერ ვარჰეის შუალედური ანგარიშის გამოქვეყნების თხოვნით მიმართავს.
„მთავარია საქართველომ ცხრა პუნქტის შესრულების კუთხით პროგრესი მიაღწიოს. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან დაახლოების კუთხით და დარწმუნებული ვარ, რომ ის გააგრძელებს ამ პროგრესს. რისი თქმაც მინდა, არის ის, რომ დეკემბრის საბჭომდე ცოტა დროა, რადგან ზაფხულში კენჭისყრა გვექნება ევროპარლამენტში, იქნება ახალი კომისია. საქართველოს ექნება საკუთარი არჩევნები. ასე რომ, ჩემი რეკომენდაციაა, მიაღწიოთ პროგრესს სწრაფად, ზაფხულამდე,“ - აღნიშნა გერმანიის ელჩმა IPN-ის ცნობით.
არასამთავრობო ორგანიზაციები სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიმართავენ და საქართველოს მიერ 9 ნაბიჯის განხორციელების შუალედური შეფასების გამოქვეყნებას სთხოვენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ისინი აგრძელებენ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მუდმივ მონიტორინგს, შეიმუშავებენ წინადადებებს ეფექტიანი რეფორმების ხელშესაწყობად და შეეცდებიან, რომ 9 ნაბიჯი შიდა რეფორმების დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტად იქცეს.