არ მსურს დეტალებზე კომენტარის გაკეთება, ქართველებმა უნდა გამოძებნონ მათთვის დამაკმაყოფილებელი გამოსავალი, - ასე უპასუხა საქართველოში გერმანიის ელჩმა, ერნსტ პეტერ ფიშერმა შეკითხვას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება მნიშვნელოვანია.
„ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციებს. მოგიწოდებთ, სერიოზულად მიიღოთ ეს რეკომენდაციები, იმუშაოთ და შეიქმნას კომისია, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ გრძნობა, რომ შეუძლიათ ენდონ, რომ დაიცავს არჩევნების კეთილსინდისიერებას. ეს აშკარად ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება,“- აღნიშნა ელჩმა.