შავი ზღვა პუტინის საზღვაო ძალებისთვის უსაფრთხო აღარ არის - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსული ხომალდის სერგეი კოტოვის განადგურებით აჩვენა, რომ შავი ზღვა არ არის უსაფრთხო რუსული გემებისთვის.


„შავი ზღვა არ არის უსაფრთხო პუტინის საზღვაო ძალებისთვის. ბოლო დრომდე ეს წარმოუდგენელი იქნებოდა. ახლა იმის გამო, რომ დასავლეთმა მხარი დაუჭირა უკრაინას, ეს უდავოა,“ - წერს შაპსი და კომენტარს აკეთებს უკრაინის საზღვაო დრონების მიერ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდის სერგეი კოტოვის განადგურების ვიდეოზე.

შეგახსენებთ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, დრონებით თავდასხმის შედეგად საპატრულო გემი „სერგეი კოტოვი“ ჩაიძირა.

წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ეკიპაჟის შვიდი წევრი და დაიჭრა ექვსი.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, რუსებმა მოახერხეს ეკიპაჟის კიდევ 52 წევრის ევაკუაცია.