ფილმში „შაშვი შაშვი მაყვალი” როლისთვის ეკა ჩავლეიშვილმა დუბლინის კინოკრიტიკოსთა წრის ჯილდო მოიპოვა

ელენე ნავერიანის ფილმში „შაშვი შაშვი მაყვალი” შესრულებული როლისთვის ეკა ჩავლეიშვილმა მოიპოვა დუბლინის კინოკრიტიკოსთა წრის ჯილდო. მსახიობმა გაიმარჯვა ნომინაციაში – საუკეთესო მსახიობი ქალი.


ეკა ჩავლეიშვილი აქამდე საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა სარაევოს, ბელფასტის, ხიხონისა და კოტბუსის ფესტივალებზე. ასევე ნომინირებული იყო ევროპული კინოაკადემიის ჯილდოზე.