ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო კოვიდვაქცინას, სავარაუდოდ, 22 მარტს მიიღებს.
მისივე თქმით, ვაქცინის მიწოდება 22 მარტის კვირაში და მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა Pfizer-ის მიმართულებით დაიწყება.
,,წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში. ამდენად მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა Pfizer-ის მიმართულებით დაიწყება. ასევე გვაქვს სიახლეები, Astrazeneca-ს ვაქცინის მოწოდებასთან დაკავშირებით - UNICEF-მა უკვე მიიღო დასტური Astrazeneca-სგან პირველი დოზების მიწოდებაზე ანუ ის ნაწილი ალოკაციის, რომელიც ჩვენთვის არის განკუთვნილი, 129 600 დოზა, რაც მაისის ბოლომდე უნდა მივიღოთ. პირველი ნაწილი ჩამოვა მარტის ბოლომდე და ესეც მოსალოდნელია რომ მოსალოდნელია 22 მარტის კვირაში, მივა UNICEF-თან და აქედან გამოიგზავნება საქართველოში", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.