სეიშელის კუნძულები ყველა ტურისტის მიღებას 25 მარტიდან შეძლებს

სეიშელის კუნძულები ყველა ტურისტის მიღებას 25 მარტიდან შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, კუნძულებზე ჩასვლა ნებისმიერ მსურველს შეეძლება, მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა მას ვაქცინა გაკეთებული. ერთადერთი გამონაკლისი სამხრეთ აფრიკის მოქალაქეების იქნებიან.

კუნძულებზე ჩამსვლელებს ახლა მხოლოდ კორონავირუსის უარყოფითი ტესტის წარმოდგენა მოეთხოვებათ, რომელიც 72 საათით ადრე უნდა ჰქონდეთ გაკეთებული. ჩასვლისას მათ კარანტინის გავლა არ მოუწევთ.

მიუხედავად ამისა, ტურისტებს კვლავ მოუწევთ უსაფრთხოების ნორმების დაცვა, მაგალითად პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.