აშშ-მა უკრაინელ ოლიგარქს იგორ კოლომოისკის კორუფციული და უკრაინაში კანონის უზენაესობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამო სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებს.
სანქციის პირობის გათვალისწინებით, კოლომოისკის აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება.
"დღეიდან უკრაინის ყოფილ ხელისუფალს იგორ კოლომოისკის უკრაინაში კანონის უზენაესობის წინააღმდეგ მიმართული კორუფციული ქმედებების გამო აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ განაგრძობს უკრაინელ პარტნიორებთან ერთად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას", - აცხადებს ენტონი ბლინკენი.