„ოცნება“ ოცნებობს, რომ მე გავხდე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ავიწყდებათ, რომ თავად არიან „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებები,“ ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს ეხებოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შესაძლო თანამშრომლობის შესახებ.
„ავიწყდებათ, რომ თვითონ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებები. ვინც დღეს ლაპარაკობს „ოცნებაში“, ეს არ ეხება 2012 წლის „ოცნებას“, ვინც დღეს ლაპარაკობს და ძალიან თავი მოაქვს, მე მაბრალებს, რომ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგვარი ლიდერი ან ვიქნები და უნდათ, რომ ხალხს ასე დააჯერონ. თვითონ სად იდგნენ 2006-2007 და 2008 წლებში? მე სად ვიდექი გაიხსენონ, ესენი არ მახსოვს არცერთი არც ქუჩაში, არც ბრძოლაში და არც იმ გამოსვლებში, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანი იყო მაშინ. ეს არის რაღაც ზღაპრები, რითაც ართობენ თავიანთ ამომრჩევლებს და ჰგონიათ, რომ თუ ათასჯერ იტყვიან დააჯერებენ ამაში,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.