საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა, მსოფლიოში „უკრაინით შესაძლო დაღლილობის“ ნიშნებზე საუბრისას მოუწოდა სხვა სახელმწიფოებს, დაეხმარონ კიევს ყველაფრით, რაც შეუძლიათ, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად გაიღონ. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ოდესაში ვიზიტისას განაცხადა, რომ მსოფლიო უნდა გაერთიანდეს უკრაინის დასაცავად.
„ომი დაიწყო ევროპის გულში, მაგრამ ევროპელებმა არ იცოდნენ, რა იყო ეს და რამდენად შორს შეიძლებოდა, წასულიყო. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ომი არღვევს ყველა წესს და ამიტომ ჩვენ ვერ ვიქნებით ნეიტრალური. ეს ომი ყველას ეხება, ჩვენ არ შეგვიძლია, გავჩუმდეთ.“
„თითოეულმა ქვეყანამ არ უნდა დაიშუროს ძალისხმევა უკრაინის დასახმარებლად, რათა დახმარება იყოს სტაბილური, არ მოხდეს შეფერხებები და მათთვის უზრუნველყოფილი იყოს ყველაფერი, რაც საჭიროა,“ - განაცხადა მიცოტაკისმა.