ჩეხ მილიარდერს სურს, უკრაინას მეტი საბრძოლო მასალის წარმოებაში დაეხმაროს

ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი იარაღის მწარმოებელი უკრაინას დახმარებას სთავაზობს.

ჩეხურ AS ჯგუფს სურს "ასობით მილიონი ევროს" ინვესტიცია განახორციელოს უკრაინაში, რათა კიევს მეტი საბრძოლო მასალის წარმოებაში დაეხმაროს,“ განუცხადა კომპანიის მილიარდერმა მფლობელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მიხალ სტრნადმა ჟურნალისტებს. შესაბამის ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.


CSG სახელმწიფო კომპანია Ukroboronprom-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს შესაძლო ერთობლივი საწარმოს შექმნის მიზნით და ეძებს შესაფერის ადგილებს საარტილერიო და სატანკო ჭურვების, ასევე მძიმე ტექნიკის დასამზადებლად.

უკრაინას მარაგები ეწურება იმ ფონზე, როდესაც კონგრესში შეერთებული შტატების მხრიდან დახმარება შეჩერებულია და ევროპული ქვეყნები ცდილობენ, ხარვეზი საკუთარი მარაგებით შეავსონ.