სომხეთმა საბერძნეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შეთანხმება დაამტკიცა

ხუთშაბათს კაბინეტის სხდომაზე, სომხეთის მთავრობამ საბერძნეთის მთავრობასთან სამხედრო-ტექნიკიური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.

ამ შეთანხმების დებულებები განსაზღვრავს ორ მხარეს შორის თანამშრომლობის მიმართულებებს; კერძოდ, ახალი ტექნოლოგიებისა და სამხედრო პროდუქტების კვლევის ხელშეწყობა, თანამშრომლობა განვითარებასა და წარმოებაში თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით — და მხარეთა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.


შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობის ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა, ტექნოლოგიების გადაცემა და ტექნიკური მხარდაჭერა იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებისთვის, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას საბრძოლო მასალის წარმოებაში, სამხედრო აღჭურვილობისა და მათი წარმოების კვლევების ჩატარებას, მათი წარმოებისთვის ერთობლივი ორგანიზაციების შექმნას.


შეთანხმება ითვალისწინებს ტექნიკურ-სამხედრო თანამშრომლობის საშუალებებს, მათ შორის ტექნიკური პერსონალის მომზადებას და მესამე ქვეყნებში წარმოებული სამხედრო ტექნიკის შეკეთებასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ მომსახურებას. ასევე, დაგეგმილია სომხურ-ბერძნული კომისიის შექმნა ამ შეთანხმების განხორციელებისა და ორ მხარეს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.