ალექსანდრე კობერიძის ფილმმა „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?“ ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (FIPRESCI) ჯილდო დაიმსახურა.
ალექსანდე კობერიძის ფილმი კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში 1-ელ და 3 მარტს აჩვენეს.
150-წუთიანი ფილმი საქართველოსა (Sakdoc Film) და გერმანიის (DFFB) ერთობლივი ნამუშევარია. გადაღება 2019 წლის აპრილიდან დაიწყო, საბოლოო მონტაჟი 2021 წლის თებერვალში დასრულდა.
ფართო აუდიტორია ქართულ ფილმს „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?“ 9-20 ივნისს შორის ნახავს, ბერლინში საზაფხულო კინოჩვენებების დროს.
ცნობისთვის, 1993 წლის შემდეგ, ეს პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც ბერლინალეს მთავარ სელექციაში მოხვდა. მაშინ „ვერცხლის დათვი“ თემურ ბაბლუანის „უძინართა მზეს“ გადაეცა.