აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს მოსამართლეებს, რადგან ისინი ხელს უწყობენ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - საელჩო

ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ქართველ მოსამართლეებს საელჩოში უმასპინძლა

შესაბამის ინფორმაციას ამერიკის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. ამასთან, საელჩო აღნიშმავს, რომ „აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს მოსამართლეებს, რადგან ისინი ხელს უწყობენ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.“


„იცოდით, რომ საქართველოს მოსამართლეების ნახევარზე მეტი ქალია? მოსამართლე ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ელჩმა დანიგანმა ქალ მოსამართლეებს აშშ-ის საელჩოში უმასპინძლა. საქართველოს მოსამართლეები და იურიდიული სფეროს წარმომადგენლები იცავენ მოქალაქეთა უფლებებს, უზრუნველყოფენ მართლმსაჯულების თანაბარ ხელმისაწვდომობას და ქმნიან პირობებს ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისთვის. აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს მოსამართლეებს, რადგან ისინი ხელს უწყობენ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას,“ - წერს აშშ-ის საელჩო.