შვედეთის პრემიერ მინისტრი ულფ კრისტერსონი და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უძღვებოდნენ ცერემონიას, რომლის დროსაც, შვედეთის ალიანსში გაწევრიანების დოკუმენტი სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს ახალი წევრი ქვეყნის პრემიერმა ოფიციალურად გადასცა.
„ეს არის ისტორიული მომენტი შვედეთისთვის, ალიანსისთვის. ტრანსატლანტიკური ურთიერთობის ისტორიისთვის. NATO ახლა უფრო ძლიერია, უფრო დიდი, ვიდრე ოდესმე ყოფილა,“ აღნიშნა ბლინკენმა. თავის მხრივ, ულფ კრისტენსონმა აღნიშნა, რომ NATO ახლა უფრო უსაფრთხო ქვეყანაა.
„ეს ოფიციალურია - შვედეთი ახლა უკვე NATO-ს 32-ე წევრია და ჩვენს მაგიდაზე თავის კანონიერ ადგილს იკავებს. შვედეთის გაწევრიანება NATO-ს უფრო ძლიერს, შვედეთს უფრო უსაფრთხოს და მთლიან ალიანსს უფრო დაცულს ხდის. ველი ორშაბათს მათი დროშის NATO-ს შტაბ-ბინაში აღმართვას,” - წერს სტოლტენბერგი სოციალურ პლატფორმა X-ზე.