საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს და ყვავილების თაიგულები გადასცეს.
„სამართალდამცველებმა მათ უსაფრთხო გადაადგილება და წარმატება უსურვეს,“ იუწყება შსს.