მთავრობის ადმინისტრაციის წინ ღობის დემონტაჟი დაიწყო

დღეს, 8 მარტს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ სკვერის მოწყობის სამუშაოების დაწყებიდან 11 თვის შემდეგ, ღობის დემონტაჟის დაიწყეს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ღობის მოხსნის გადაწყვეტილება ახალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო.

დემონტაჟის ფარგლებში ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ტურნიკეტის აღებაც იგეგმება.


2023 წლის 7 აპრილს რეაბილიტაციის ფარგლებში სკვერის მოსაწყობად, მთავრობის ადმინისტრაციასთან სამუშაო დაიწყეს. როგორც რადიო თავისუფლება იუწყება, იმჟამად მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ვერ ასახელებდა სამუშაოების დასრულების თარიღს. მისივე თანახმად, ამ დრომდე უცნობია ამ სამუშაოების ხარჯი.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წინამორბედის რამდენიმე გადაწყვეტილება შეცვალა, მათ შორის რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟთან დაკავშირებული.