კორვეტი Ivan Mazepa თურქეთში შენდება - ზელენსკი უკრაინის საზღვაო ძალების მომავალი ფლაგმანის შესაძლებლობებს გაეცნო

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ თურქეთში, უკრაინის საზღვაო ძალებისთვის მშენებარე კორვეტები დაათვალიერა. ზელენსკი სტამბოლში უკრაინელ სამხედრო პერსონალს შეხვდა.

Volodymyr Zelenskyy inspected corvettes being built for Ukrainian Navy, met with Ukrainian military personnel in Istanbul

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის დროს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Ivan Mazepa-ს მზადყოფნის დონეს და აღჭურვილობას, ტექნიკურ მახასიათებლებსა და შესაძლებლობებს გაეცნო. კიევის შეფასებით, ეს Ada კლასის წყალქვეშა კორვეტი უკრაინის საზღვაო ძალების მომავალი ფლაგმანი უნდა გახდეს.


გემის ბორტზე პრეზიდენტი შეხვდა და გაესაუბრა უკრაინის საზღვაო ძალების პერსონალს, რომელიც ტრენინგს გადის გემის სისტემების მუშაობისა და შენარჩუნების შესახებ.

„გმადლობთ სამსახურისთვის, იმისთვის, რომ უკრაინას აქ დიდ პატივს სცემენ. თქვენ იცით, რომ გელოდებით უკრაინაში. რათა ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალები კიდევ უფრო გაძლიერდეს," - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ორი სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა მედლებით "სამშობლოს დამცველი", რაც აღიარებს მათ თავდაუზოგავ ქმედებებს უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, ასევე, სამხედრო მოვალეობის სამაგალითო შესრულებაში.


Ada კლასის კორვეტები სანაპირო ზონის თანამედროვე ხომალდებია, რომლებსაც შეუძლიათ წყალქვეშა ოპერაციები და ღია ზღვაში პატრულირება, მათ დიზაინში სტელსი ტექნოლოგიის პრინციპები ფართო არის გამოყენებული. Ada კლასის კორვეტების დიზაინი და საბრძოლო გამოყენების კონცეფცია მსგავსია თავისუფლების კლასის ზღვისპირა საბრძოლო გემების კონცეფციისა, რომელიც Lockheed Martin-ის მიერ აშშ-ს საზღვაო ძალებისთვის არის შემუშავებული. Ada კლასის კორვეტებს აქვთ უფრო ძლიერი შეიარაღება, რადარი და სონარის სისტემები.


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში 8 მარტს ჩავიდა.

უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის პროგრამა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების კორვეტის (Hetman Ivan Mazepa) მონახულებით დაიწყო, რომელიც სტამბოლთან ახლოს მდებარე ქარხანაში შენდება.