უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლას ქართული ლეგიონის კიდევ ორი მებრძოლი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ლეგიონი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარდაცვლილები არიან ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი.
„ფრონტის ხაზზე საბრძოლო დავალების შესრულების დროს ქართული ლეგიონის მეომრები, ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი დაიღუპნენ. “ქართული ლეგიონი“ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს. დიდება გმირებს!“ - აღნიშნულია „ქართული ლეგიონის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნოდარ ნასიროვს, რომელსაც უკრაინელი მეუღლე ჰყავდა, უკრაინაში დაკრძალავენ. გიორგი გოგიაშვილს კი, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ საქართველოში გადმოასვენებენ.
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ბოლოს პირველ თებერვალს გავრცელდა ცნობა ორი ქართველი სამხედროს გარდაცვალების შესახებ - ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანიაც ქართული ლეგიონის წევრები იყვნენ.