ლიეტუვაში მფლობელებს, შესაძლოა, რუსული სანომრე ნიშნის მქონე 50-მდე ავტომობილი ჩამოართვან

11 მარტიდან ლიეტუვაში შესაძლოა, რუსული ნომრით მანქანების ჩამორთმევა დაიწყოს. მედიის ცნობით, ათობით ასეთი მანქანა კვლავაც რჩება ქვეყანაში.

საბაჟო სამსახურის მონაცემებით, რამდენიმე ათეული ავტომობილი რუსეთში რეგისტრირებული სანომრე ნიშნით, კვლავ მოძრაობს ლიეტვაში. უხეში შეფასებით, ასეთი დაახლოებით 50 ავტომობილია," განუცხადა საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ირმინა ფროლოვა-მილასიენმა მედიას.


სამართალდამრღვევებს ემუქრებათ ავტომობილის ჩამორთმევა და ჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. პირველი დარღვევისთვის ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 200-დან 6000 ევრომდე, განმეორებით დარღვევისთვის - 2000-დან 6000 ათას ევრომდე. იურიდიული პირების ხელმძღვანელობა დაჯარიმდება, შესაბამისად, 600-დან 6000-მდე და 4000-დან 6000 ევრომდე.


„ამავდროულად, გამონაკლისი იქნება რუსეთის ფედერაციის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებით მიემგზავრებიან კალინინგრადის რეგიონიდან ან ლიეტუვის გავლით, ტრანზიტით,“ განმარტავენ საბაჟო სამსახურში. 


2023 წლის 12 სექტემბრიდან ლიეტუვასა და ლატვიაში რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შესვლა აკრძალულია. შეზღუდვებს ესტონეთი ერთი დღის შემდეგ შეუერთდა. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ეს შეზღუდვა ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 სექტემბერს გამოქვეყნებული დირექტივით ახსნეს, რაც რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებულ სანქციებს მოიცავს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო. ამ დოკუმენტის მიხედვით, რუსეთში რეგისტრირებულ მანქანებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის უფლება აღარ აქვთ.