"კორონავირუსის პიკი ნოემბრის მეორე ნახევარში გვექნება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ „TV პირველზე" დიანა ტრაპაიძის "დღის ამბებში" სტუმრობისას განაცხადა.
„ქვეყანაში არის კორონა, რაოდენობა მზარდია და ინფიცირების რაოდენობის პიკური მაჩვენებელი ალბათ ნოემბრის მეორე ნახევარში გვექნება; საბედნიეროდ, კარგია, რომ კორონავირუსის პიკი არ ემთხვევა ზამთრის ვირუსების დიდ რიცხვს, რომელიც ჩვეულებრივ, დეკემბრის ბოლოს და თებერვლის მეორე ნახევარში გვაქვს ხოლმე. ეს ჯანდაცვის სისტემისთვის ძალიან კარგია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
19 ოქტომბრის კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 18663
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 8338
მათ შორის გარდაცვლილი - 143
კარანტინის რეჟიმში - 6407
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 2862
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1420