სტოლტენბერგი: ახლა უკრაინელების დანებების შესახებ საუბრის დრო არ არის

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის მიერ „თეთრი დროშის“ აღმართვის შესახებ რომის პაპის განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ახლა უკრაინელების დანებების შესახებ საუბრის დრო არ არის. „ახლა უკრაინელების დანებების შესახებ საუბრის დრო არ არის. ეს უკრაინელებისთვის ტრაგედია იქნება. ასევე, ეს ყველა ჩვენგანისთვის საშიში იქნება,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.


სტოლტენბერგის თქმით, ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზა უკრაინის მხარდაჭერაა.

„ის, რაც მოლაპარაკებების მაგიდასთან ხდება, ბრძოლის ველზე არსებულ სიძლიერესთან არის დაკავშირებული. თუ ჩვენ მოლაპარაკებების გზით მშვიდობიანი, ხანგრძლივი გადაწყვეტა გვსურს, მაშინ ამის მიღწევის გზა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერით უზრუნველყოფაა,“ - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.