„არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ ეს საკითხები გადაწყდეს, მხარეებმა განაახლონ მოლაპარაკება და დიალოგი",- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების კომენტირებისას განაცხადა.
აშშ-ის ელჩის თქმით, ამ პროცესში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო და ასეთივე პოზიცია აქვთ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კონგრესმენებსა და საქართველოს სხვა მეგობრებსაც.
დეგნანი დარწმუნებულია, რომ შედეგის მისაღწევად საჭირო პოლიტიკური ნება არსებობს.
„რასაც ვხედავთ არის ის, რომ არსებობს სურვილი იმისა, რომ ეს სიტუაცია გადაიჭრას. რა თქმა უნდა, რთული საკითხებია. არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ ეს საკითხები გადაწყდეს, მხარეებმა განაახლონ მოლაპარაკება და დიალოგი.
ვფიქრობ, სასარგებლო და მნიშნელოვანი იყო მიშელის ჩამოსვლა და მისი მონაწილეობა. ეს აჩვენებს, რაოდენ შეწუხებულები და დაინტერესებულები არიან საქართველოს მეგობრები. რა თქმა უნდა, იგივე სულისკვეთების არის კონგრესმენებისა და საქართველოს სხვა მეგობრების განცხადება და პოზიცია, დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით. დრო არის საჭირო საბოლოო შეთანხმების მისაღწევად, თუმცა, საჭირო პოლიტიკური ნება არსებობს,“- განაცხადა კელი დეგნანმა.