საერთაშორისო გამოფენაზე ProWein2024, რომელიც 10-12 მარტს გერმანიაში, დიუსელდორფში იმართება, მოლდოველმა მეღვინეებმა წარმოადგინეს პირველი მოლდოვური ღვინო, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შექმნილი. ამის შესახებ ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა.
სამინისტროს ცნობით, ProWein2024 გამოფენაში მოლდოვაში 50-ზე მეტი მარანი მონაწილეობს. დიუსელდორფში, Wine of Moldova-ს სტენდზე, უცხოელი ვიზიტორები შეძლებენ, დააგემოვნონ Chelaris-ის პირველი ორი ღვინო. ეს ღვინოები ჯერ შეზღუდული რაოდენობით იწარმოება.