ფაშინიანი: სომხეთი დატოვებს ОДКБ-ს, თუ ერევნის მიერ წამოჭრილი საკითხები არ მოგვარდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი დატოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ), თუ არ უპასუხებს ერევნის მიერ დასმულ შეკითხვებს ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიასთან დაკავშირებით.


ფაშინიანის თქმით, სომხეთმა მიიღო გარანტიები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისგან, რომ მზადაა აზერბაიჯანთან საზღვარზე სამშვიდობო ძალები განალაგოს, მაგრამ ორგანიზაციას რესპუბლიკაში მისი პასუხისმგებლობის ზონა არ მიუთითებია.

„ჩვენ გვაქვს შეკითხვა: სამშვიდობოები ნეიტრალური მხარეა და ОДКБ ჩვენი ორგანიზაციაა. აქ წარმოიქმნება შეუსაბამობები, თუ სომხეთის სუვერენული ტერიტორია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისთვის „წითელი ხაზია“, მაშინ აჩვენეთ, რა არის თქვენი გაგებით სომხეთის სუვერენული ტერიტორია.


მათ არ უჩვენებიათ სომხეთის სუვერენული ტერიტორია. დღეს ეს საკითხი „მაგიდაზეა“. თუ ОДКБ ამ კითხვას უპასუხებს და პასუხი ჩვენს იდეებს შეესაბამება, მაშინ ეს ნიშნავს, რომ სომხეთსა და ОДКБ -ს შორის არსებული საკითხები მოგვარებულია, ყველა შემდგომი შედეგით. თუ არა, მაშინ სომხეთი დატოვებს ОДКБ-ს, ვერ გეტყვით, როდის,“ - განაცხადა ფაშინიანმა.