„სომხეთმა შეგვატყობინა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტში მუშაობა შეწყვიტეს“ - პესკოვი

კრემლმა დაადასტურა სომხეთიდან ზვარტნოციდან რუსი მესაზღვრეების გაყვანის შესახებ წერილის მიღება.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სომხეთმა შეატყობინა რუსეთის ფედერაციას, რომ ერევნის ზვართნოცის აეროპორტში რუსმა მესაზღვრეებმა მუშაობა შეწყვიტეს.


პესკოვის თქმით, რუსულმა მხარემ სომხეთიდან უწყებრივი წერილი მიიღო.

„ახლა კონტაქტები მყარდება დეპარტამენტებს შორის. მეტის თქმა ახლა არ შემიძლია. ბუნებრივია, კონტაქტები ყველა შესაძლო დონეზე გაგრძელდება,“ - განაცხადა პესკოვმა.


სომხეთმა რუსი მესაზღვრეების მიერ ერევნის აეროპორტის დატოვება ოფიციალურად 6 მარტს მოითხოვა. ერევანმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა რუსეთს ზვარტნოცის აეროპორტში რუსი მესაზღვრეების ყოფნის შესახებ, განუცხადა ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა.