"იდეა, რომ ერთად უფრო ძლიერები ვიყოთ, ბუნდოვანი ცნება არ არის", - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში განხორციელებულ ვიზიტს ეხმაურება და Facebook-ზე განცხადებას აქვეყნებს.
"იდეა, რომ ერთად უფრო ძლიერები ვიყოთ, ბუნდოვანი ცნება არ არის.
გასულ კვირას, მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას ვეწვიე და საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობასა და პრეზიდენტ მაია სანდუს რეფორმების დღის წესრიგს მხარდაჭერა გამოვუცხადე
ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას.
კიდევ ერთხელ გმადლობთ, რომ მომიწვიეთ", - წერს შარლ მიშელმა.