ესტონეთში რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შემზღუდავი ზომები ხვალიდან ამოქმედდება

ესტონეთში ამოიწურა ვადა, რომლის დროსაც რუსული რეგისტრაციის მქონე მანქანების მფლობელებს, რეგისტრაცია ხელახლა უნდა გაევლოთ. ოთხშაბათს, 13 მარტს, სრულდება გარდამავალი პერიოდი, როდესაც რუსული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილები ესტონურით უნდა შეცვლილიყო.


2023 წლის სექტემბერში ესტონეთმა ქვეყანაში რუსული სანომრე ნიშნებით მანქანების შესვლა აკრძალა და მათ, ვინც უკვე ესტონეთში იმყოფებოდა, ხელახალი რეგისტრაციისთვის დრო მისცა. ოთხშაბათიდან კი, რუსული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების მართვა შესაძლოა, 400 ევრომდე ჯარიმით დაისაჯოს. ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს, ესტონეთში ხელახლა დაარეგისტრირეს 83 მანქანა, რომლებსაც თავდაპირველად რუსული რეგისტრაცია ჰქონდათ. 2024 წელს კიდევ 13 მანქანა დაარეგისტრირეს.


2023 წლის 12 სექტემბრიდან ლიეტუვასა და ლატვიაში რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შესვლა აკრძალულია. შეზღუდვებს ესტონეთი ერთი დღის შემდეგ შეუერთდა. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ეს შეზღუდვა ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 სექტემბერს გამოქვეყნებული დირექტივით ახსნეს, რაც რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებულ სანქციებს მოიცავს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო. ამ დოკუმენტის მიხედვით, რუსეთში რეგისტრირებულ მანქანებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის უფლება აღარ აქვთ.

რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებმა ფინეთი 16 მარტამდე უნდა დატოვონ.