რუსეთის ფედერაციის ელჩს ოლეგ ვასნეცოვს, რომელიც დღეს დაიბარეს მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სამინისტროს მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, დნესტრისპირეთის რეგიონში საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა გადაეცა.
„რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, ძირს უთხრის მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს სიტუაციის შეფასებას,“ - აცხადებენ მოლდოვის საგარეო უწყებაში.