ხელისუფლების წარმომადგენლებმა დავით არახამიას წინადადებას უპასუხეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არახამიას დამოკიდებულებას „დასანანი “ და „სამწუხარო“ უწოდა, იმის გათვალისწინებით, რომ მყარად უჭერენ მხარს უკრაინელ ხალხს და „სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის სახელმწიფოს.“

ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს „უკრაინის ხელისუფლებას, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ხელს შეუწყობს ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას და ხელს არ შეუწყობს ხალხების, ქვეყნების ხელოვნურად დაშორებას.“


„როდესაც ასეთ ფონზე კეთდება ასეთ გაუგებარი განცხადებები, ეს ამყარებს ჩვენს რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცები არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს. თუმცა უკრაინა დღეს არის ძალიან მძიმე ვითარებაში, უკრაინელი ხალხი არის ომის მდგომარეობაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში. აქედან გამომდინარე ჩვენ, პირველ რიგში, პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, უკრაინელ ხალხს და არ ვაპირებთ არახამიასთან და სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას,“ - აღნიშნა კობახიძემ.


„არახამიას ასეთი დამოკიდებულება არის იმ არამეგობრული დამოკიდებულების გაგრძელება, რაც არამხოლოდ არამეგობრულობას, არამედ ამ ქვეყნის მტრობას ნიშნავს. და მე იმედს ვიტოვებ, რომ მისი და მისი თანამზრახველების ამ საკითხში ასეთი დამოკიდებულება ვერასდროს, ამ ყველაფრის მიუხედავად, ვერ შეარყევს ორი ხალხის ისტორიულ მეგობრობას, როგორც ეს მათ შორის, მთავრობის გუშინდელ განცხადებაში იყო ნათქვამი,“ - განუცხადა ჟურნალისტებს  თავის მხრივ, მამუკა მდინარაძემ.