ირაკლი მხეიძემ და ილია ღუდუშაურმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტები დატოვეს.
ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ვინ დაიკავებს მინისტრის მოადგილეების თანამდებობებს, უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.
თამარ გაბუნია, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, ისევ ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე 11 მარტს დაინიშნა.
დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალი მინისტრი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში თავად წარადგინა.